Sunday, October 21, 2018


                                გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი    ნინო გეჯაძე   
საგანი:  ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სწავლების საფეხური/კლასი:     დაწყებითი, მე-5
მოსწავლეთა რაოდენობა:   15,   სსსმ მოსწავლე არა
გაკვეთილის თემა:     რისგან შედგება კომპიუტერი?
გაკვეთილის მიზანი:   
  • მოსწავლე ახდენს პერსონალური კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობების კლასიფიკაციას.
  • ასახელებს  პერსონალური კომპიუტერის შემადგენელ ნაწილებს და აღწერს თითოეულის დანიშნულებას.
  • იყენებს შეძენილ უნარ-ჩვევებს პრაქტიკაში.
ის ტექნ. V.2.

მოსწავლეს შეუძლია ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ-ის  გამოყენებისას. იცის ისტ-ის გამოყენების სფეროები და აცნობიერებს მის უპირატესობებს

 ინდიკატორი:
აცნობიერებს განსხვავებას ტექნიკურ მოწყობილობასა და პროგრამულ უზრუნველყოფას შორის;


·           ამოიცნობს ციფრული მოწყობილობის კომპონენტებს და გაიაზრებს მათ დანიშნულებას (მაგალითად: კლავიატურა, მონიტორი, ეკრანი, თაგვი);


წინარე ცოდნა:

  • კითხვა- პასუხის რეჟიმში გააქტიურებს წინარე ცოდნას. მოსწავლეები დაასახელებენ პერსონალური კომპიუტერის დანიშნულებას, გამოთვლითი ტექნიკის განვითარების ისტორიას.


       
#
აქტივობის აღწერა

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსი

დრო (წთ)
1
მასწავლებელი ესალმება კლასს. ამოიკითხავს მოსწავლეთა სიას. შემდეგ აცნობს მათ გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების რუბრიკას.
შემამზადებელი აქტივობა
მთელი კლასი
საკლასო ჟურნალი
5წთ
2
მასწავლებელი კითხვა- პასუხის რეჟიმში გააქტიურებს წინარე ცოდნას. მოსწავლეები დაასახელებენ პერსონალური კომპიუტერის დანიშნულებას, გამოთვლითი ტექნიკის განვითარების ისტორიას. მასწავლებელი პროექტორის გამოყენებით აჩვენებს მოსწავლეებს პერსონალური
კომპიუტერის შემადგენელ მოწყობილობებს  და მათ უნდა ამოიცნონ ეს მოწყობილობები.

გონივრული იერიში
მთელი კლასი
კომპიუტერი, პროექტორი’ სლაიდ შოუ
10წთ.
3
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალებას, თითოეულს დაურიგებს ფურცლებს, სადაც გამოსახულია  პერსონალური კომპიუტერის მოწყობილობები და ასევე წარწერებიც. აღნიშნული ფურცლები მოსწავლეებმა არ უნდა აჩვენონ ერთმანეთს თუ რა არის გამოსახული , ან რა წერია მათ ფურცლებზე. მათ კლასის წინაშე უნდა აღწერონ ის ობიექტი რაც არის გამოსახული მათ ფურცელზე და რაც წერია, ხოლო დანარჩენმა მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ რაზეა ან რომელ ობიექტზეა საუბარი.  მაგ. მოსწავლეს შეხვდა ფურცელი, სადაც წერია ან გამოსახულია: მაგ.  მონიტორი, მოსწავლეს შეუძლია შემდეგი სახით აუხსნას კლასს: ეს ნაწილი გამოიყენება ინფორმაციის გამოსატანად. მასში ვუყურებთ კომპიუტერში ჩაწერილ ყველანაირ ინფორმაციას მაგ: სურათებს, თამაშებს, პროგრამებს და ა. შ.  გამოცნობილ სურათს ან სიტყვას შეუსაბამებენ წყვილებში და განათავსებენ მაგნიტურ დაფაზე.
პრაქტიკული, სამუშაო მოდელის  შქმნა
მთელი კლასი
ფურცლები,  მაგნიტური დაფა,
8წთ
4
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, რომელი პერსონალური კომპიუტერის მოწყობილობა  მიიღეს. მოსწავლეები რიგ-რიგობით , კლასის წინაშე სიტყვიერად ხსნიან  (დანიშნულებისა და ფუნქციების მიხედვით), თუ რა არის გამოსახული ან დაწერილი მათ ფურცლებზე. კლასის დანარჩენი ნაწილი ცდილობს გამოიცნონ, რომელ ნაწილს აღწერს კლასის წინაშე გამოსული მოსწავლე.  გამოცნობილ ნაწილებს განათავსებენ მაგნიტურ დაფაზე.
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
ფურცლები,  მაგნიტური დაფა,
10წთ.
5
მასწავლებელი ახალი მასალის შეჯამების მიზნით მოსწავლეებს ურიგებს ფურცლებს, სადაც წარმოდგენილია  კროსვორდი. (იხ. დანართი 1)
პრაქტიკული სამუშაო:  კროსვორდის შევსება
მთელი კლასი
ფურცლები,
7წთ
6
მასწავლებელი მოსწავლეებს შეაფასებს შეფასების რუბრიკის მიხედვით. (იხ. დანართი 2)
ზეპირი კომენტარი
მთელი კლასი
შფასების პუბრიკა
2წთ
7
საშინაო დავალება: 
.მოსწავლეებს აძლებს დავალებას  შეძლებისდაგვარად დახატონ კომპიუტერის შემადგენელი ძირითად მოწყობილობები (სისტემური ბლოკი მონიტორიმაუსი,კლავიატურა და სხვ.).
ზეპირი კომენტარი
მთელი კლასი
სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები
3წთ









                 
                     განმავითარებელი შეფასების  კრიტერიუმები:
1.       მოსწავლე შეძლებს  პერსონალური კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობების კლასიფიკაციას;
2.       მოსწავლე დაასახელებს  პერსონალური კომპიუტერის შემადგენელ მოწყობილობებს  და აღწერს თითოეულის დანიშნულებას;
3.       შეძენილ ცოდნას გამოიყენებს პრაქტიკაში


შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
მაღალი
საშუალო
დაბალი
ახდენს პერსონალური კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობების კლასიფიკაციას.
ამოიცნობს პერსონალური კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობებს და მსჯელობს თემის ირგვლივ არგუმენტირებულად.
ზოგჯერ სცნობს პერსონალური კომპიუტერის  ძირითადი მოწყობილობებს.
არ შეუძლია პერსონალური კომპიუტერის  ძირითადი მოწყობილობების  ამოცნობა,
ახსნის პერსონალური კომპიუტერის  ძირითად მოწყობილობებს,   აღწერს თითოეულის დანიშნულებას.
პერსონალური კომპიუტერის  ძირითად მოწყობილობებს ამოიცნობს  დამოუკიდებლად და ვიზუალურად. საუბრობს მათ შესახებ.
ზოგჯერ ცნობს პერსონალური კომპიუტერის   მოწყობილობებს, მაგრამ მისი დანიშნულების გზას ვერ ასაბუთებს.
არ შეუძლია პერსონალური კომპიუტერის  ძირითადი მოწყობილობების აღწერა და თითოეულის დანიშნულების ახსნა.
საკუთარ მოსაზრებას გამოთქვავს დასაბუთებულად და ჩართულია საგაკვეთილო პროცესში.
მაქსიმალურად იღებს მონაწილეობას საგაკვეთილო პროცესში, დასაბუთებულად მსჯელობს საკუთარი მოსაზრებაზე.
ცდილობს ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში, ზოგჯერ იცავს თავის პოზიციას.
არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, არ გამოსთქვავს საკუთარ მოსაზრებას.


Tuesday, December 8, 2009

კასპის №3 საჯარო სკოლა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ჩატარებულ
მე-2 დონის ტრენინგში მონაწილეობა